მურმან დუმბაძე: ირაკლი ღარიბაშვილი არ მინახავს ბრძოლაში, ამიტომ მე მას არ ვუღალატებდი
რა ასაკიც აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, იმხელა გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ ბრძოლაში, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე პრემიერის განცხადებას. მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასვლა არ ნიშნავს მოღალატეობას.
„ქართული ოცნებიდან“ წამოსვლა არაფრით არ ნიშნავს მოღალატეობას. მოღალატეობა ბრძოლაში გამოიკვეთება. რა ასაკიც აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, იმხელა გამოცდილება მაქვს პოლიტიკურ ბრძოლაში. მე ირაკლი ღარიბაშვილი არ მინახავს ბრძოლაში. ამიტომ მე მას არ ვუღალატებდი. მე არ ვუღალატებ ჩემს სამშობლოს, დაპირებულ საქმეს და მიცემულ სიტყვას“, – განაცხადა დუმბაძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისთებთან შეხვედრისას მურმან დუმბაძეს და ჯემალ ფუტკარაძეს მოღალატეები უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას არ აინტერესებს ნოდარ დუმბაძე და ჯემალ ფუტკარაძე.