გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას აფასებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “კვირასთან“ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციას აფასებს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს დასმული აქცენტები სიახლეს არ წარმოადგენდა. რაც შეეხება ცალკეულ განცხადებებს, პოლიტოლოგი ირაკლი ღარიბაშვილს ურჩევს მიხეილ სააკაშვილის და ყოფილი მაღალჩინოსნების კრიტიკის ნაცვლად დრო მთავრობის სამომავლო გეგმებზე საუბარს დაუთმოს, რადგან მოსახლეობას არა წარსული, არამედ მომავალი უფრო აინტერესებს.
“პრემიერს რაიმე ისეთი სიახლის შესახებ დღეს არ უსაუბრია, რაც აქამდე არ ვიცოდით. ის ცდილობს, რომ ჰქონდეს მკაცრი რიტორიკა და თავი წარმოაჩინოს მკაცრ პოლიტიკოსად. კარგი იქნება, ამ სიმკაცრეს მთავრობის შიგნითაც რომ გამოხატავდეს. პრემიერს ვურჩევდი, ნაკლები დრო დაუთმოს “ნაციონალური მოძრაობის“ საქამიანობაზე აპელირებას. საზოგადოებას ის უფრო აინტერესებს, რა პროექტებს გეგმავს მთავრობა, რა სასიკეთო ცვლილებები მიმდინარეობს ქვეყანაში“,-აღნიშნა ხუხაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები