საქართველოს ელჩი გერმანიაში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დადებითად აფასებს
საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“გერმანიის ბუნდესტაგმა რაისტაგის ისტორიულ შენობაში მოახდინა ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. გამოსვლებში, რომლებიც დაიწყო ბუნდესტაგის პრეზიდენტით, შემდეგ მთავარი მომხსენებელი გახლდათ საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი, ფრაქციისა და კომიტეტების ხელმძღვანელები გამოხატავდნენ ძალიან დიდ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ”,-განაცხადა ჭანტურიამ.