პავლე კუბლაშვილი: პრემიერმა თანამოქალაქეებს სექტა არ უნდა უწოდოს

 

საპარლამენტო უმცირესობის “ნაციონალური მოძრაობის” წევრის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანამოქალაქეებისთვის სექტა არ უნდა ეწოდებინა. ამასთან, კუბლაშვილს მიაჩნია, რომ ერთადერთი ადამიანი, ვის წინაშეც დღეს პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებულია, ბიძინა ივანიშვილია.
“პრემიერს იმდენი კულტურა უნდა ეყოს, რომ თავის თანამოქალაქეებს სექტა არ უწოდოს. იმ ხალხს, რომლებსაც რეალური პრობლემები აწუხებს და ამ პრობლემების დასაფიქსირებლად გამოდის ქუჩაში, შეურაცხყოფა არ მიაყენოს, მაგრამ, როგორც ჩანს, პრემიერს არც მომავალი აქვს და დიდად არც ადარდებს, რას იტყვიან მასზე. მისთვის მთავარია, თუ რას იტყვის ივანიშვილი. მის შექებას კი ის სანაცვლოდ დაიმსახურებს. მხოლოდ ერთი ადამიანია, ვის წინაშეც პრემიერი არის ანგარიშვალდებული. ეს არის დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები