დავით უსუფაშვილი: პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულზე არ ვრცელდება

თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გივი თარგამაძის პროკურატურაში დაბარება.
“მე პირადად ჩემზე გეტყვით, ვარ პარლამენტის წევრი, და თუ ვინმეს ექნება კითხვები, განსაკუთრებით სამართალდამცავ ორგანოებს, მზად ვარ, მას პასუხი გავცე. ჩემი სადეპუტატო იმუნიტეტი არ მათავისუფლებს კითხვებზე პასუხის გაცემისაგან. ამასობაში პარლამენტის წევრს აქვს სადეპუტატო იმუნიტეტი ინფორმაციის მიღების და ინფორმაციის წყაროს არგამხელის თაობაზე, მაგრამ ეს იმუნიტეტი დანაშაულზე არ ვრცელდება. თუკი თქვენს ოთახში შემოვიჭერი და ინფორმაცია იქიდან ავიღე, ჩავიდენ დანაშაულს, მაგრამ თუკი ახლა ჩუმად ჯიბეში რაიმეს ჩამიდებ და ვნახავ ინფორმაციას, მე ამის უფლება მაქვს”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები