გერმანიის პარლამენტმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა
გერმანიის საზოგადოებრივი რადიომაუწყებლის “დოიჩლანდფუნკის” ინფორმაციით, გერმანიის პარლამენტმა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. გავრცელებული ინფორმაციიღ, აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირებას გერმანელ კანონმდებელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.
“ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება ამ ქვეყნებისთვის ახალ ეტაპზე გადასვლაა, თუმცა საჭიროა კიდევ მეტი რეფორმები და ცვლილებების განხორციელება”, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროკავშირთან გასული წლის ივნისში გააფორმეს.