ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ხელფასები 20-25 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღრიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების წარმოამდგენლებს ახალმა მთავრობამ ხელფასები 20-25 პროცენტით გაუზარდა, ამასთან, უახლოეს მომავალში გაუორმაგდებათ კომპენსაცია დაღუპული სამხედროების ოჯახებსაც და თანხა 1000 ლარს შეადგენს.
“ჩვენი ჯარისთვის და პოლიციისთვის ამ ორი წლის განმავლობაშიძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. სრულად მოვახდინეთ ამ ორი მთავარი სტრუქტურის დეპოლიტიზება. ჯარის მიმართულებით ჩვენ შეიარაღებულ ძალების წარმომადგენლებს ხელფასები გავუზარდეთ 20-25 პროცენტით, 350-მდე მრავალშვილიან თანამშრომელს მივეცით სახელფასო დანამატი. ასევე საერთაშორიო მისებში დაღუპული სამხედრო ოჯახების ერთჯერადი კომენსაცია გახდა 100 ათასი ლარი. დაღუპული სამხედროების ოჯახებს გასულ წელს დაენიშნათ ყოველთვიური კომპენსაცია 500 ლარის ოდენობით, ხოლო წელს 1000 ლარი გახდება აღნიშნული კომპენსაცია”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.