შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის ასეული საველე მომზადებას ასრულებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის ასეული ერთთვიან საველე მომზადებას ასრულებს. გეგმიური წვრთნა ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს და მასში 115 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე-ტაქტიკური მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეები რეკოგნოსცირების ოპერაციებში, კონტაქტზე რეაგირებაში, სათვალთვალოების მოწყობასა და ტოპოგრაფიაში ემზადებიან. ჯარისკაცებმა წვრთნები დღისა და ღამის ნავიგაციაშიც გაიარეს.
სწავლების დასკვნით ფაზაზე შემაჯამებელი წვრთნა გაიმართა. სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა შეასრულეს.
სწავლების ბოლო დღეს ქართველი სამხედროები ოსიაურიდან გორის მიმართულებით ტაქტიკურ მარშს განახორციელებენ.