ავთანდილ გუნთაიშვილი: ჩემი პროკურატურაში დაბარება სრული სიცრუეა (ვიდეო)

 საჯარო სამსახურში დავიწყე მუშაობა და არ მქონდა სახელშეკრულებო სამუშაოების წარმოების უფლება, – ასე გამოეხმაურა ე.წ. „კაბელების საქმის“ ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებას, ექსპერტის პროკურატურაში დაბარებისა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. გუნთაიშვილის თქმით, მისი პროკურატურაში დაბარება და ყოფნა, სრული სიცრუეა.
„მე მუშაობა დავიწყე საჯარო სამართლის სამსახურში, ამდენად კანონმდებლობით არ მაქვს უფლება ვაწარმოო სახელშეკრულებო სამუშაოები. ამიტომ დავწერე განცხადება და გავთავისუფლდი ექსპერტიზის ჩატარებისაგან. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს დაბარებას და ყოფნას, ეს არის სიცრუე“, – განაცხადა ავთანდილ გუნთაიშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატები“ პროკურატურას ე.წ. „კაბელების საქმის“ ექსპერტზე ზეწოლაში სდებენ ბრალს. პარტიის წევრების მტკიცებით, ავთანდილ გუნთაიშვილი, რომელმაც საქმის ფინანსურ მხარეზე დასკვნა მოამზადა, ღამით პროკურატურაში მიიყვანეს და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინეს, რის შემდეგაც ექსპერტმა დასკვნაზე ხელი აღარ მოაწერა. თუმცა, გუნთაიშვილი ოფიციალურ მიზეზად საჯარო სამსახურში დასაქმებას ასახელებს.
წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები