ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ პროკურატურა დატოვა
თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას მოადგილემ, ზაზა ბროლაძემ მთავარი პროკურატურა დატოვა.
როგორც უწყებიდან გამოსულმა ბროლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი ე.წ. კაბელების საქმის ფარგლებში დაკითხეს.
მისივე განმარტებით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საკითხები, რომლის შესახებაც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველია.
ბროლაძის განცხადებით, კატეგორიულად გამოირცხავს კორუფციულ ფაქტებს “სილქნეტთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომლის ირგვლივაც რამდენიმე პირს ბრალი აქვს წაყენებული. მისივე თქმით, დღევანდელი დაკითხვის დროს ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გვარი არ უხსენებია.
მინისტრის ყოფილმე მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ იმ ხელშეკრულებას, რომელზეც საქმეა აღძრული, ირაკლი ალასანია არ კურირებდა. “კონკრეტულად ამ ხელშეკრულების გაფორმებაში მინისტრი ჩართული არ ყოფილა, თუმცა მინისტრს თათბირებიდან ყველა საკითხზე მიეწოდებოდა ინფორმაცია”, – განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
ე.წ. “კაბელების საქმეზე” თავდაცვის მინისტრობის დროს ირაკლი ალასანიას კიდევ ერთი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილიც არის დაკითხული.