ჯოგლიძე ჭკადუას პასუხობს: ის ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი არ არის

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის ირმა ჭკადუას მიერ „კვირას“ პრესკლუბში გაჟღერებულ რეპლიკას, სადაც ის გია სოსანაშვილის ადვოკატ სოსო ჯოგლიძეს კვალიფიკაციას უწუნებდა, ჯოგლიძე გამოეხმაურა. როგორც ჯოგლიძემ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ირმა ჭკადუა ოფიციალურად ვაზაგაშვილის ოჯახის ინტერესებს არ წარმოადგენს და გაუგებარია, როგორ საუბრობს მათი სახელით. ადვოკატმა კოლეგა ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და კოლეგების დისკრედიტაციისგან თავის შეკავება ურჩია. „კვალიფიკაციაზე შეხება ეთიკის ნორმების სასტიკ დარღვევას ნიშნავს. ვაზაგაშვილის საქმეში მისი დაცვის ორდერიც კი არ დევს, ის არ არის ამ ოჯახის ადვოკატი. ის ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატს არ წარმოადგენს, რაც ამ ოჯახმაც დაადასტურა. ვურჩევ ქალბატონ ირმა ჭკადუას, კოლეგების დისკრედიტაციას შეეშვას“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები