სოსანაშვილის ადვოკატი პროკურატურას საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მოთხოვნით მიმართავს

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე სახელმწიფო ბრალდებას საგამოძიებო ექსერიმენტის ჩატარების მოთხოვნით დღეს მიმართავს, – ამის შესახებ ადვოკატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა. როგორც ჯოგლიძემ განმარტა, შეუძლებელია საფლავზე იმ ტიპის ხელყუმბარით მომხდარიყო აფეთქება, რომელიც ვაზაგაშვილის საქმეში დევს. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში აფეთქება იმდენად ძლიერი იქნებოდა, 50 მეტრის რადიუსში ყველაფერს გაანადგურებდა, გვამს კი საერთოდ დაფლეთდა.
„მე დღეს მივმართავ პროკურატურას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს. ეს ძალიან გახმაურებული საქმეა და დიდია ინტერესი. საქმის მასალების თანახმად, აფეთქება F1 ტიპის ხელყუმბარით მოხდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამღებული იქნა ხელყუმბარის ბერკეტი, რომელიც აფეთქებამდე თან ახლავს ხელყუმბარას. ეს ხელყუმბარა მსხვრევადია და 50 კვადრატული მეტრის მანძილზე გლეჯს ყველაფერს. აფეთქების შედეგად არათუ 50 მეტრში, არამედ თავად გარდაცვლილი იური ვაზაგაშვილის სხეულიც კი არ იყო მკვეთრად დაზიანებული. ყველა ორგანო ჩვეულებრივი ჰქონდა. იმ ხელყუმბარის აფეთქებისას იქ უფრო მძიმე შედეგი დადგებოდა, აღარ იქნებოდა აღარც საფლავის ქვა, მიწაც კი არ არის დაძრული, როცა 1,5 მეტრით დაიწევდა მიწის საფარი. ასეთი აფეთქებისას ფალიასაც ვერ იპოვიდნენ, არათუ მასზე აღმოჩენილ წებოვანსა და დნმ-ს. ეს ხელყუმბარა კი აღმოჩნდა, რომ ფალიის გარეშე ფილის ქვეშ იყო ამოდებული. იქ, არათუ მთელ სხეულს, იური ვაზაგაშვილის ნაგლეჯებს თუ იპოვიდნენ“, – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები