დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სხდომის ჩატარება დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი მიღების მოტივაციის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 11 თებერვალს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე.