დავით ნარმანია სამგორის გამგებლის მანქანის დაწვის ფაქტს „ძალიან მძიმეს“ უწოდებს

თბილისის მერი დავით ნარმანია სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს დადებს. ნარმანიამ მომხდარს “მძიმე ფაქტი” უწოდა.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო გუშინ ღამით მომხდარ ფაქტს, კერძოდ, სამგორის რაიონის გამგებლის პირად ავტომანქანას წაუკიდეს ცეცხლი. მიმდინარეობს გამოძიება. მე შეფასებისგან თავს შევიკავებ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება საინტერესო შედეგს დადებს. თუმცა, როგორც ფაქტი, არის ძალიან მძიმე და რთული“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ სამგორის რაიონის გამგებლის მამუკა ჩოქურის „ტოიოტას“ მარკის ჯიპს ცეცხლი დაუდგენელმა პირებმა წუხელ წაუკიდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამგებელი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები