“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები მერიაში არ შეუშვეს

საკრებულოს დეპუტატები “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძე და თემურ გრიგალაშვილი დედაქალაქის მერიაში არ შეუშვეს. როგორც დეპუტატები ამბობენ, ისინი უფლებამოსილნი არიან, რომ თბილისის მთავრობის ნებისმიერ სხდომას დაესწრონ. ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დავით ნარმანია საქმის კეთების ნაცვლად, საკუთარი ნათესავების დასაქმებით არის დაკავებული. ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრება სურდათ, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა მათ ამის საშუალება არ მისცა. “მე მაქვს საშვი, რომლითაც ვალდებული არიან, შენობაში შემიშვან, მერე სადაც მინდა, იქ შევალ. მინდა, მთავრობის სხდომაზე ავალ და დავესწრები, მინდა, იურიდიულ სამსახურში ავალ და კოლეგებს ვნახავ, მინდა სოციალურ სამსახურში ავალ და გავარკვევ, რას აკეთებენ”, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები