კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, გაზის ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება

უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, კომერციული გაზის ტარიფი შენარჩუნდება, თუ მცირედით გაიზრდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორ მოახდინა მთავრობამ გაზის ტარიფის სუბსიდირება, მაშინ, როდესაც პარლამენტს არ ჰქონდა სუბსიდირების ბიუჯეტი. “სუბსიდირება მოხდა გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხარჯზე. ტარიფს რაც შეეხება, მიმდინარეობს მუშაობა და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება, ტარიფი შენარჩუნდება თუ მცირედით გაიზრდება”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები