Airbus 320 -ის ჩამოვარდნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საფრანგეთის სამხრეთით გერმანული ავიაკომპანიის Germanwings-ის კუთვნილი Airbus 320, – რეისით „ბარსელონა-დიუსელდორფი“- ჩამოვარდნის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული.
“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთის სამხრეთით გერმანული ავიაკომპანიის Germanwings-ის კუთვნილი Airbus 320, რეისით „ბარსელონა-დუსელდორფი“ ჩამოვარდნის გამო. საგარეო საქმეთა სამინისტრო გულითადად უსამძიმრებს გერმანიის, ესპანეთის და ყველა იმ სახელმწიფოების მთავრობებსა და ხალხს, რომელთა მოქალაქეები იმყოფებოდნენ თვითმფრინავის ბორტზე და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს“,-აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ბარსელონა – დიუსელდორფის რეისის – Airbus 320 თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კატასტროფას ბორტზე მყოფი 142 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი ემსხვერპლა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, კატასტროფა დღეს შუადღით, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მოხდა. ცნობილია ასევე, რომ კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ლაინერიდან უბედურების სიგნალი გააგზავნეს. ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ავიაკომპანია GermanWings-ს ეკუთვნის, რომელიც კომპანია Lufthansa-ში შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები