პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუსმინეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე დღს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საქმიანობის 2014 წლის ანგარიში მოისმინეს. პრეზენტაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილემ ნიკა ბრეგვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით უწყების საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და მას მთელი რიგი ახალი ფუნქცია-მოვალეობები დაემატა. “2014 წელი გადამწყვეტი იყო როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის მხრივ, აგრეთვე ინსპექტორის აპარატისთვისაც, ვინაიდან პარალელურ რეჟიმში ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე, ორგანიზაციის სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებაზე, მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდასა და მონაცემთა დამმუშავებლების პასუხისმგებლობის ამაღლებაზე”, – განაცხადა ნიკა ბრეგვაძემ. ”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები