„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სოციალური გარემო და სოციალური სისტემა“

კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს სოციალური კეთილდღეობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინკლუზიური მონაწილეობის მიმართულებით; ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო სოციალური გარემო და სოციალური სისტემა,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე განაცხადა, რომელიც წელს პირველად გაიმართა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება საქართველოს მთავრობასა და მის მეგობარ სახელმწიფოებს – განვითარების პარტნიორებს შორის დიალოგისთვის და რომ მალე საქართველო თავადაც გახდება დონორი ქვეყანა, როგორც ამ საერთაშორისო საზოგადოების წევრი.
„განვლილ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ინსტიტუტების მშენებლობის,მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობის, დანაშაულისათვისსასჯელის გარდუვალობისა და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობისმიმართულებით. გაღრმავდა ინტეგრაციის პროცესი ევროკავშირსა და ნატოსთან. ჩვენმა მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა თავისი მოქალაქეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და ძალისხმევას არ იშურებს საამისოდ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა საქართველოს მთავრობის სამოქმედო კურსის შესახებ ისაუბრა და ფორუმის მონაწილეებს ხელისუფლების პრიორიტეტები გააცნო: დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და კანონის უზენაესობა, საჯარო მმართველობის მიმართულებით ფართომასშტაბიანი რეფორმის განხორციელება, მძლავრი ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოება, თვითმმართველობების გაძლიერება.
მანვე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებზე: ეკონომიკური თავისუფლების უზრუნველყოფა, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის წახალისება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები