ბიზნესომბუდსმენი საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ–მინისტრის დავალებით, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია  დღეს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე  ებრაელი ინვესტორების– მეირ შავიტისა და მისიკომპანიების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებული  საკითხები განიხილეს.
„შევთანხმდით, რომ ჩვენი მხრივ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს საგადასახდო შემოწმება, რატომ გაჭიანურდა დროში და ვეცდებით ყველანაირად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ჩვენი რეკომენდაციებით დავუმტკიცოთ შემოსავლების სამსახურს, რომ  საკითხი სწრაფად არის გადასაწყვეტი,“–განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები