ინგა გრიგოლია „იმედის“ განცხადებას ეხმაურება

ტელეკომპანია “იმედის” განცხადებას, რომლის თანახმადაც ტელეარხი ეკა ხოფერიას და ინგა გრიგოლიას განცხადებებს ემიჯნება, გრიგოლია ეხმაურება. ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
„აი, თქვენ კიდევ არ მიჯერებდით, როცა ვამბობდი, რომ სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელია-თქო ჩვენი გადაცემები… ახლა მაინც დაიჯერეთ“…
გრიგოლიას თქმით, განცხადების აზრი მისთვის გაუგებარი და საწყენია. ამასთან, ტელეწამყვანმა განცხადებაზე კომენტარის სახით დაწერა: “ასე მოულოდნელად დამეცა მეხი”. ტელეკომპანია “იმედი” ჟურნალისტების -ინგა გრიგოლიას და ეკა ხოფერიას განცხადებებს ემიჯნება. როგორც ტელეარხის განცხადებაშია აღნიშნული, გასულ კვირაში არხის ჟურნალისტების – ინგა გრიგოლიასა და ეკა ხოფერიას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ერევა, რაც საფუძველს მოკლებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები