დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერებულია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ფასების ზრდის ტენდენცია მედიკამენტებზე შეჩერებულია. უფრო მეტიც, პიკურ მონაცემებთან შედარებით დღეს ფასების კლების ტენდენციც გამოიკვეთა.
“თუკი ორთვენახევრის წინ გამოკვეთილი იყო ტენდენცია, რომ სრული, 15 000 დასახელების მედიკამენტიდან 100-მდე მედიკამენტზე ფასი 7-10%-ის ფარგლებში გაიზარდა, თვენახევრის წინ ეს ტენდენცია გაზრდილი იყო. 450 დასახელების მედიკამენტზე 20-25% -ით იყო გაზრდილი ფასები. საბედნიეროდ, ზრდის ტენდენცია გაჩერებულია. ასევე გამოკვეთილია ფასების კლების ტენდენცია იმ პიკურ მონაცემებთან. 20-25 %-იან მატებასთან დაკავშირებით პიკი შეჩერდა და არის ფასების ზრდის რეგრესი”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები