მეტეხის გვირაბთან ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო

მეტეხის გვირაბთან, ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, იალბუზის ქუჩიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაიკეტა. მერიის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია იალბუზის ქუჩიდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები