შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 26 მარტს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების ჩათულობით, საქართველოს მთავრობის მიერ შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო (საკოორდინაციო) ჯგუფი შეიქმნება. ამის შესახებ “კვირას“ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან“ აცნობეს.
“ ბოლოს ორი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრა შრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნა და დამტკიცდა შრომის პირობების მონიტორინგის პილოტირების სახელმწიფო პროგრამა. ვინაიდან დადგენილებების პრაქტიკაში აღსრულების მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას მიზაშეწონილად ჩაითვალა სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის წევრების შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძეს და შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსს, ელზა ჯგერენაიასთან. ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, პირველი წყაროდან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება დისკუსია და სამინისტროსადმი ბიზნესხედვის წარდგენა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები