გოჩა რატიანის განცხადებით, დღეს ქართველი ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია
თავდაცვის მინისტრის მოადგილის გოჩა რატიანის განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების უფლებები მაქსიმალურად დაცულია. თუმცა მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო არ ჩერდება და მუშაობას განაგრძობს. “დღესდღეობით მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით ამ დონეზე და ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამასთან, ვმუშაობთ ჯარში როგორც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე იმ მიმართულებითაც, რომ თუ ვინმემ გამოთქვა სურვილი, ემსახუროს ქვეყანას, ღირსეულად იგრძნოს თავი. რაც შეეხება ხარვეზებს, ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალური პირობები შევქმნათ ჯარში”, – განაცხადა გოჩა რატიანმა.