დავით სერგეენკო: დავესწრები თუ არა პრეზიდენტის გამოსვლას, ეს შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მისი დასწრების საკითხი უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება.
“ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან ნათელი განმარტება გააკეთა, სადაც მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლას შეუძლია დაესწროს აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ნებისმიერი სხვა შტოს წარმომადგენელი. რაც შეეხება იმას, მე პირადად დავესწრები თუ არა გამოსვლას, ეს უახლოეს დღეებში შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით განისაზღვრება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 31 მარტს წარდგება.