პარლამენტში დღეს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს მოისმენენ
პარლამენტში დღეს პერსონალური მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშს მოისმენენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ფუნქციონირება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბესელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამსახურის მიერ დაჯარიმებულ ორგანიზაციებს შორის საჯარო უწყებებიც მოხვდა.
” ეს არის პირველი ანგარიში მას შემდეგ, რაც ეს ინსტიტუტი შეიქმნა. წამყვანი კომიტეტი მოამზადებს დასკვნას. ვფიქრობ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ დაჯარიმებულ უწყებებს შორის საჯარო უწყებები მოხვდა და ეს მეტყველებს ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობაზე”,- განაცხადა ბესელიამ.