ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის სამეთაურო საშტაბო სწავლება მიმდინარეობს. დღეს, „კრწანისში“ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო სწავლების პროცესს. სწავლება სიმულაციური სისტემა JCATS-ის დახმარებით ხორცილდება და თავდაცვითი ოპერაციების დროს მართვა-კონტროლისა და სამხედრო-სამეთაურო გადაწყვეტილეების პროცესის დახვეწას ისახავს მიზნად. წვრთნებში V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადაც მონაწილეობს. სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს, თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ხორციელდება. V ქვეითი ბრიგადისა და მისი ქვედანაყოფების შტაბები სამხედრო ოპერაციების სწორ დაგეგმვაში ვარჯიშობენ. სამეთურო-საშტაბო სწავლება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ 25 მარტამდე გაგრძელდება.

11050937_1560289737555931_431954186_n

11074776_1560289744222597_371445598_n

11076895_1560289747555930_918729535_n

11080058_1560289750889263_308579939_n

11082947_1560289740889264_408023909_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები