ვაზიანში საინჟინრო მესანგრეთა სიტუაციური სწავლება გაიმართა
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საინჟინრო ბრიგადის სიტუაციური სწავლება გაიმართა. საინჟინრო-მესანგრეთა პირველი ბატალიონის სამხედროებმა დაბრკოლებათა კვანძი მოაწყვეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჩვენებელი სწავლებით ორკვირიანი საველე მომზადება დასრულდა. მასში საინჟინრო ბრიგადის 122 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
საველე წვრთნებისას სამხედრო მოსამსახურეება ისეთი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა საამფეთქებლო საქმე, საინჟინრო ღობურების მოწყობა, ტანკსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და შერეული ნაღმური ველების მოწყობა.
უწყების ცნობით, საჩვენებელი სწავლების სცენარის მიხედვით, საინჟინრო ბრიგადის სამხედროებს თავდაცვაში მყოფი ოცეულისთვის საინჟინრო მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინათ, რაც პირობითი მოწინააღმდეგისათვის სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებისა და დანაღმული ველების შექმნას გულისხმობდა.