მანანა კობახიძე: ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია სჭირდება და არა კრიმინალთა ბანდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის გადაყენების ეშინია. ამის შესახებ კობახიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება არათუ მათ დაანონსებულ აქციაზე არ უნდა მივიდეს, არამედ უნდა ეცადოს, რომ მომავალი არჩევნების შედეგად „ნაცმოძრაობა“ პარლამენტშიც ვერ მოხვდეს.
„სწორედ მათ ეშინიათ ყველაზე მეტად მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე არჩევენების. ხალხი არათუ 21 მარტის აქციაზე არ უნდა მივიდეს, რადგან სწორედ ეს არის მათი მიზნების განსახორციელებლად დაგეგმილი აქცია – ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, არამედ ძალიან აქტიურად უნდა იყვნენ იმაში, რომ მომავალი არჩევნების შედეგად „ნაცმოძრაობა“ პარლამენტშიც ვერ მოხვდეს და ის ოპოზიციურად განწყობილმა ჯანსაღმა ძალამ ჩაანაცვლოს. ქვეყანას ნორმალური ოპოზიცია სჭირდება და არა – დამნაშავეთა და კრიმინალთა ბანდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები