თავდაცვის სამინისტროში ვალერი ზუმბაძის მინისტრის მრჩევლად დანიშვნას უარყოფენ

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვალერი ზუმბაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ვალერი ზუმბაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – განუცხადეს “კვირას” თავდაცვის სამინისტროში.
ამასთან, უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას, რომ თითქოს ვალერი ზუმბაძე თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ დოკუმენტაციებს აყალბებს.
„აღნიშნულ საქმესთან, ვალერი ზუმბაძეს არანაირი კავშირი არ აქვს. საქმეს პროკურატურა იძიებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და ექსპერტის მხრიდან შეგნებულად, მიზანმიმართულად მიმდინარეობს მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება“, – აცხადებენ სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა, სააგენტო ფორ.ჯე-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვალერიან ზუმბაძე თავდაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა და ის დაკავებულია დოკუმანეტაციის გაყალბებით თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები