აშშ საქართველოში მონაწილეობას მიიღებს სამხედრო სწავლებაში, კოდური სახელწოდებით – Noble Partner
ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო და აშშ მაისში ერთობლივ სამხედრო სწავლებას ჩაატარებენ. ბენ ჰოჯესის ინფორმაციით, ამიერკავკასიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთობლივი სწავლება სამხედრო ოპერაცია НАТО Atlantic Resolve-ის ფარგლებში ჩატარდება, რომელიც რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე დაიწყო და რომელიც უმთავრესად ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს ფარავს. ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოპერაცია Atlantic Resolve-ის სამომავლო გეგმებზე საუბრისას ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის „ფართოვდება და ამ თვის ბოლოსთვის ბულგარეთსა და რუმინეთსაც მოიცავს“.
„გარდა ამისა, მაისში აშშ-ის საავიაციო-სადესანტო ასეული და სახმელეთო ასეული საქართველოში ეროვნულ თავდაცვასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სწავლებაში კოდური სახელწოდებით – Noble Partner (კეთილშობილი პარტნიორი)“, – განაცხადა ჰოჯესმა.