ლევან ღირსიაშვილი: საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაარსდება

საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაარსდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა ნატოს შემფასებელთა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დაახლოებით, შემოდგომაზე ვაპირებთ ცენტრის დაარსებას. ამ პროცესს გარკვეული პერიოდი სჭირდება. რაც შეეხება საფრთხეს, მედიაში ჩნდება მოსაზრებები ექსპერტების მხრიდანაც, რომ ცენტრის გახსნა ვინმესთვის საფრთხის შემცველი იყოს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ნატოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ცენტრის დაარსება საფრთხის შემცველი არ არის, ვინაიდან, ის სამხედრო ცენტრი არაა.
„ცენტრის დაარსება საფრთხის შემცველი არ არის, ვინაიდან, ეს სამხედრო ცენტრი არ არის. იგი წვრთნისა და შეფასების ცენტრია“, – განაცხადა ლევან ღირსიაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით ნატოს შემფასებელთა ჯგუფი იმყოფება. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურის შეფასებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები