უილიამ ლაჰიუ – ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას განაცხადა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი ქვეყნისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საქართველოს მხარდაჭერაა.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ცენტრის მიზანი საქართველოს მხარდაჭერაა. ორგანიზაცია ქართულ სამხედრო ბაზაზე დაფუძნდება. აქ იქნება ნატოს რამდენიმე ოფიცერი და ქართველ კოლეგებთან ისინი ერთობლივად იმუშავებენ. სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს ეს არ წარმოადგენს”, – განაცხადა ლაჰიუმ.