“არ დავივიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში“

  არსებობს ერთი მთავარი გზავნილი, ევროკავშირის მხარადჭერისა საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა შტეფან ფულემ თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ჩამოვედი საქართველოში. დიდი ბოდიში, რომ უკრაინის საკითხზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო სესიის გამო ვიზიტის ერთი დღით გადაწევა მომიხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჩვენ გვქნება მთელი რიგი შეხვედრები პრეზიდენტთან, მთავრობის წევრებთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან. გვექნება ასევე პატივი, შეხვდე კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. ყველა შემთხვევაში არსებობს ერთი მთავარი გზავნილი – ევროკავშირის მხარადჭერისა საქართველოს მიმართ”, – განაცხადა შტეფან ფულემ. ამასთან, ევროკომისარმა რუსეთს მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საქართველოს ტერტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება.
“იმ დროს, როცა საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან, მოდით, არ დავივიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში. ეს ასევე შეშფოთების საგანი გახლავთ. საქართველოს ტერტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ რუსეთის მხრივ გამოწვევის საგანი ხდება იმის ჩათვლით, რასაც ჰქვია ბარიერების და სამხედრო დანიშნულების კონსტრუქციების აღმართვა. ეს ხელს უშლის ადამიანების თავისუფლად მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ აღნიშნული აქცენტი იმის მიუხედავად, რომ დასავლეთის ყურადღება ახლა გაცილებით სხვა მოვლენებისკენ არის მიმართული. რუსეთმა აქაც, საქართველოშიც პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართალს და პატივი მიაგოს მისი მეზობლის სუვერენიტეტს”, – აღნიშნა შტეფან ფულემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები