ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის კიდევ ერთი ქართველი დააკავეს
გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში მცხოვრები ირაკლი ახალბედაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც შსს-ში განმარტავენ, ახალბედაშვილი, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არის გატაცებული და ის ცხინვალის საპყრობილეში იმყოფება. მათივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ახალგაზრდა მამაკაცი უახლოეს მომავალში გათავისუფლდება.