დაშავებული სამხედროები რაგბის ღია ვარჯიშს დაესწრნენ
ომში და სამშვიდობო მისიებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველო-რუსეთის მატჩის წინ ღია ვარჯიშს დაესწრნენ. ქართველი სამხედროები „შევარდენის“ ბაზაზე საქართველოს რაგბის ნაკრების წევრებმა მიიწვიეს.
ომში დაშავებულმა ქართველმა სამხედროებმა საპასუხისმგებლო მატჩის წინ ბორჯღალოსნებს წარმატებები უსურვეს. ქართველი მორაგბეები სამხედროებს გაესაუბრნენ, საჩუქრად საქართველოს ნაკრების მაისურები გადასცეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ქართველ სამხედროებს ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველო-რუსეთის მატჩზე დაპატიჟა.
ქართველ სამხედროებს თან ახლდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი დოქტორი შერი მიშელი. ვარჯიშს, ქართველ სამხედროებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 14 მარტს 17 საათზე გაიმართება.