სტუდენტები თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ესტუმრნენ. მოხალისეებს შორის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუნდენტები იყვნენ.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუდენტებს ბიუროს დაარსების ისტორიის, ფუნქციის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან სტუმრებს პოტენციურ საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა და რეკომენდაციებიც მისცა.
თავდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს. მოგვიანებით, სტუდენტებმა ბიუროს ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვის სფეროში, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანას, გახდეს ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნების სანდო და საიმედო პარტნიორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები