III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთშია
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეულის პირადი შემადგენლობა უკვე ავღანეთშია. ასეულს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე დახვდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სახმედროების მთავარი ამოცანა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ნაკრები ასეული როტაციის წესით აშშ-ს არმიის ქვედანაყოფს ჩაანაცვლებს. მისიის გადაბარების ოფიციალური ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში მოგვიანებით გაიმართება.
31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ნაკრები ასეული ავღანეთში საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 26 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე გაიგზავნა. ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ.