ლევან გაბუნიამ სამხედრო პოლიციაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ განმარტება გააკეთა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლევან გაბუნიამ, სამხედრო პოლიციაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ განმარტება გააკეთა.
როგორც “კვირას“ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა, რეორგანიზაცია თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნას არ გულისხმობს. მისი განმარტებით, საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, კადრების განკარგულებაში გადაყვანილი სამხედრო მოსამსახურეები დაკავებულ პოზიციებზე სამსახურს გააგრძელებენ.
„შტატების შემცირება არ იგეგმება. ჩვენ ვართ სამხედროები და ვხელმძღვანელობთ შეიარაღებულ ძალებში არსებული წესებით. სამხედრო თანამშრომლის მიღებასა და სამსახურიდან დათხოვნას არეგულირებს შეიარაღებულ ძალებში დადგენილი წესები“, – განუცხადა “კვირას“ ვიცე-პოლკოვნიკმა, ლევან გაბუნიამ.
მისივე თქმით, თანამშრომლების დათხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკური ან სხვა ნიშნით თანამშრომლების გათავისუფლებას გამორიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები