გენერალურ შტაბში იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია, ბრიგადის გენერალ ემად ადაილეჰის ხელმძღვანელობით მიიღო. სამინისტროს ცნობით, გენერლებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები