ლევან ყიფიანი ზურაბ აზმაიფარაშვილთან დაპირისპირებას უარყოფს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას აკაკი ლოდია დაიკავებს. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ლევან ყიფიანმა გააკეთა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას ყოფილ მოადგილესთან დაპირისპირება არ ჰქონია. ლევან ყიფიანის თქმით, ზურაბ აზმაიფარაშვილმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა.
„შეუთავსებლობა აქ არაფერ შუაშია. მან თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და ოფიციალურად ბატონი ზურას შემცვლელად დაინიშნება აკაკი ლოდია“, – განაცხადა მინისტრმა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა და, შესაბამისად, ამ თანამდებობაზე ვეღარ დარჩებოდა.