ტრისტან წითელაშვილი: 21 მარტისთვის უკრაინიდან სნაიპერებმა ჩამოსვლა უკვე დაიწყეს

პოლკოვნიკ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, 21 მარტისთვის უკრაინიდან სნაიპერებმა ჩამოსვლა უკვე დაიწყეს. ამის შესახებ ის გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას აცხადებს.
მისივე თქმით, საქართველოში ძალიან შემაშფოთებელი პროცესი დაიგეგმა, რომელიც 21 მარტს უნდა დაიწყოს. „საქართველოში უკრაინიდან სნაიპერებმა ჩამოსვლა უკვე დაიწყეს, რომელთაც შესაბამისი დავალებები კონკრეტული პირების ლიკვიდაციის ჩათვლით გააჩნიათ! ვანო მერაბიშვილის დროინდელი 4 სპეცრაზმელი მისიის შესრულების მოლოდინში უკვე თბილისში იმყოფება. მირიან გოჩაძე, გია ცერცვაძე, გიგა რობაქიძე, გოგა კახნიაშვილი – მერაბიშვილის დროინდელი თანამშრომლები არიან, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, უკრაინაში „მაიდნის“ დაწყებიდან იმყოფებიან და პროცესში მონაწილეობენ“, – განაცხადა წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები