ლალი ბადურაშვილი 21 მარტის აქციის მონაწილეებს: მარტო მოღალატეები კი არა, იდიოტებიც ხართ!
მსახიობი ლალი ბადურაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ 21 მარტის საპროტესტო აქციას ეხმაურება. მსახიობი იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც აქციაზე წასვლას გეგმავენ და მათ იდიოტებს უწოდებს, – ამის შესახებ ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
„ვისაც მილიარდები აქვს წაღებული და ამ აქციებით თავიანთი დანაშაულის გადაფარვა უნდა, გამოვა, აბა, რას იზამს, მაგრამ იმათი მიკვირს, ვინც დაამხეს და დაარბიეს და მაინც ამათ მიტინგზე აპირებენ დგომას. განა რას ჰპირდებიან, ამ ქვეყანაში ისევ სააკაშვილისა და იმ 9-10 კაცის ბაირამობა უნდათ? ასეთებს მივმართავ მარტო მოღალატეები კი არა, იდიოტებიც ხართ. ახლა არ მითხრან, გზები დააგესო – იმ გზებით ისევ თვითონ იშოვეს ფული! კომუნისტებმაც ყველა სოფელში დააგეს გზები და რაღას ებრძოდით! „ნაციონალებმა“ 9 წლის განმავბლობაში 9 კორპუსი ვერ ააშენეს, ლტოლვილები რომ შეესახლებინათ და რაღაზე ლაპარაკობენ? ჩინგიზ – ხანს არ ჩაუდენია საქართველოში ამდენი სისაძაგლე, რაც ამათ ჩაიდინეს და კიდევ მათ მიტინგზე მიდიხართ? ვერ ხედავთ, რომ სააკაშვილი „დამოკლეს მახვილით“ ჩამოეკიდა საქართველოს. ისევ აგრძელებენ ყოველგვარი ეროვნულის ნგრევას და აბუჩად აგდებას“! – აცხადებს ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.