რა ბედი ეწია პირს, რომელმაც ილია მეორის სახლი გაძარცვა

როდესაც 90-იან წლებში ქვეყანაში არეულობა დაიწყო, იმ ბინაში, სადაც პატრიარქი ბათუმში მოღვაწეობის დროს თბილისში ჩამოსული ღამეს ათევდა, შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს.
ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრმა მამა შოთამ (მიქაბაძე) განაცხადა. მისივე თქმით, ისინი დღემდე დაკარგულად ითვლება, თუმცა ბინის ადგილზე, სადაც პატრიარქი ღამეს ათევდა ახლა ტაძარია, რომლის გარემონტებაში პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთი, მძიმე სენით დაავადებული აქტიურად მონაწილეობდა.
„ერთხანს სახლი დაკეტილი იყო. წლების შემდეგ კი მამათა მონასტრად გადაკეთდა, სადაც მამა ისააკი, შემდეგ კი მამა დოსითეოსი იყვნენ მორჩილებად… უწმინდესის განჩინებით, ტაძარი­ ათი წლის წინ იკურთხა… ერთხელ პატრიარქმა თქვა, მე რაც სახლები მქონდა, ყველა დავარიგეო – მათ ტაძრად გადაკეთებას მოიაზრებდა. უწმინდესის სახლები (მცხეთა, სნო), სადაც კი უცხოვრია, დღეს ყველა ტაძარია. სამწუხაროდ, ვლადიკავკაზში ვერ მოხერხდა მის საცხოვრებელ სახლთან ტაძრის აშენება… კურთხევა გვაქვს, რომ ჩვენი ტაძრის წინ მდებარე ტერიტორიაზე ტაძარი აშენდეს, თუმცა, უსახსრობის გამო შევფერხდით“, – განაცხადა მამა შოთამ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები