“სააკაშვილის დავალებით, ციხეში ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება”

ირმა ინაშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დავალებით ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიას ან გიგი უგულავას მოწამვლა იგეგმება. მისივე განცხადებით, ფიზიკური თავდასხმა იგეგმება დეპუტატ გიორგი კანდელაკზე.
“მე მაქვს ინფორმაცია, რომ 21 მარტის ფარგლებში პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით აპირებენ მოწამლონ ან ვანო მერაბიშვილი ან ბაჩო ახალაია ან უგულავა. ერთ-ერთი ამ სამი ადამიანისგან, მაგრამ მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, რომელს მოწამლავენ. ისინი მიხეილ სააკაშვილმა უკვე გაწირა, რომელსაც გათვლა აქვს იმაზე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაბრალდება და დასავლეთში ეს მოწამვლა პრეზენტირებული იქნება – აი რა ხდება საქართველოში”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა გადაცემა “იმედის კვირაში”.
ინაშვილი არ გამორიცხავს, რომ გეგმის განხორცილება ციხეში ცალკეული თანამშრომლის, პერსონის მოსყიდვის გზით გახდეს შესაძლებელი.
“მივმართავ სასჯელაღსრულების სამინისტროს, მაქსიმალურად იყოს დაცული მერაბიშვილის, ახალაისა და უგულავას უსარფრთხოება და მიმართონ პრევენციის ზომებს”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები