დავით ბერძენიშვილი პოლიტიკაში ქალების ჩართვის მომხრეა
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ქალებს პოლიტიკაში ჩართვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ბერძენიშვილმა ვარდების მოედანზე განაცხადა, საიდანაც „ქალთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიღვნილი მსვლელობა დაიწყო.„პოლიტიკაში მეტი ქალი სჭირდება არა იმდენად ქალებს, რამდენადაც სჭირდება პოლიტიკას. „რესპუბლიკელები“ ამაში დარწმუნებული ვართ და ჩვენთან ქალების სიმწირე არ არის. რაც მეტი წარმატებული ქალი იქნება პოლიტიაკში, მით უფრო მეტს მოიგებს პოლიტიკა“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.