მინდია ჯანელიძე: ჩვენი კურსანტების დაკარგვა ქვეყნისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნიუ-ჯერსის შტატში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ნიუ-ჯერსის შტატში ჩვენი ორი ახალგაზრდა სამხედრო კურსანტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ ამ უდიდეს ტკივილს.
სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიაში იღებდნენ განათლებას. მათი ცოდნა სწორედ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას მოხმარდებოდა.
ჩვენი კურსანტების დაკარგვა აუნაზღაურებელი დანაკლისია ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, თანავუგრნობ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სრულიად საქართველოს“, – აცხადებს ჯანელიძე.
ქართველი კურსანტები გუშინ ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, არსებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქალაქე მართავდა. იგი ამჟამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები