არჩილ თალაკვაძე: შს სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ვაზაგაშვილის საქმეზე დამნაშავე დაისაჯოს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძე ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში დნმ-ის კიდევ ერთი ფრაგმენტის აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, იური ვაზაგაშვილის საქმე პროკურატურას აბარია და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, რომ ეს არის პროკურატურის პრეროგატივა. მათ უნდა გააკეთონ კომენტარები. თუმცა ვიტყვი, რომ ჩვენი სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს და თანამშრომლობს, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს და დამნაშავე დაისაჯოს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
20 იანვარს სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. მთავარმა პროკურატურამ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი 7 თებერვალს დააკავა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.