ამერიკის საელჩო აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ელჩი ნორლანდი და შეერთებული შტატების მთელი საელჩო დაამწუხრა ქართველი სამხედრო კადეტების, ბესარიონ ღორჯოლაძისა და სოსო მაკარიძის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ავტოკატასტროფაში, რომელიც გუშინ, ნიუ ჯერსის შტატის მოყინულ სამანქანო გზაზე მოხდა.
”კადეტები, ღორჯოლაძე და მაკარიძე, კონექტიკუტის შტატში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდნენ. ისინი სამშობლოს უსაფრთხოების დამცველი პატრიოტები იყვნენ, რომლებიც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად მიავლინა. შეერთებული შტატების საელჩო უსამძიმრებს კადეტების, ღორჯოლაძისა და მაკარიძის ოჯახებს, მეგობრებსა და სამხედრო კოლეგებს ამ მძიმე წუთებში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები